გიორგი მამარდაშვილი, ემილიანო მარტინესი, ჯანლუიჯი დონარუმა, ჯორდან პიკფორდი, დავიდ რაია, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეები | მამარდაშვილი Givemesport-ის რეიტინგში მოხვდა

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, Givemesport-მა ინგლისის პრემიერლიგის 20 საუკეთესო მეკარე დაასახელა. რეიტინგში „ლივერპულის“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა - ქართველი მეკარე მე-14 პოზიციას იკავებს.

რეიტინგის შედგენისას გამოცემის ჟურნალისტები შემდეგი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდნენ: „მშრალი“ მატჩები, გუნდისთვის მეკარის მნიშვნელობა, ფეხით თამაში და დარტყმების მოგერიების უნარი.

„ლივერპულს“ ძალიან გაუმართლა, რომ ბოლო წლებში მის კარს ალისონ ბეკერი იცავდა, მაგრამ ასაკი ბრაზილიელ მეკარესაც ეტყობა. ამაზე მიუთითებს გახშირებული ტრავმები, რის გამოც „ენფილდზე“ ალისონის შემცვლელის ძებნა დაიწყეს.

„წითლებმა“ 2024 წელს „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილი შეიძინეს და ერთი სეზონით ისევ „ღამურებში“ გაანათხოვრეს, სადაც მან 34 მატჩში 8-ჯერ შეინახა კარი მშრალად. ალისონის ტრავმამ მამარდაშვილს „ლივერპულში“ რეგულარულად თამაშის საშუალება მისცა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი საუკეთესო ფორმაში არ იყო, მამარდაშვილი შთამბეჭდავად თამაშობდა და მიგვანიშნა, რომ შეუძლია უკეთესად ითამაშოს, თუ მომავალში უპირობო პირველი ნომერი გახდება“, - წერს გამოცემა.

Givemesport-ის რეიტინგში პირველ ადგილს „არსენალის“ მეკარე დავიდ რაია იკავებს. მეორე პოზიციაზე მამარდაშვილის თანაგუნდელი ალისონ ბეკერია, მესამეზე კი „მანჩესტერ სიტის“ პირველი ნომერი ჯანლუიჯი დონარუმა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჯორდან პიკფორდი (ევერტონი) და ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა).

რეიტინგს სრულად ამ ბმულზე გაეცნობით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე გადაცემა და შესრულებული პირობა | მექვაბიშვილმა ფანი გაახარა
საგოლე გადაცემა და შესრულებული პირობა | მექვაბიშვილმა ფანი გაახარა