ვენსან კომპანი
Aa
Aa

კომპანი: სტუმრად გაშვებული 5 გოლი გამოთიშვას ნიშნავს, მაგრამ რწმენა დავიბრუნეთ

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ლუის ენრიკეს გაწვრთნილმა პსჟ-მ ვენსან კომპანის მიუნხენის ბაიერნი მიიღო და 5:4 დაამარცხა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა ნამდვილი სანახაობა იხილეს, ეს მატჩი გულშემატკივრების მეხსიერებაში სამუდამოდ დარჩება. ქართული ფეხბურთის ქომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ამ მატჩში ქართველმა ვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბრწყინვალედ ითამაშა, დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი, რომელიც დისკვალიფიკაციის გამო თამაშს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, Amazon Prime-თან საუბრისას: 

„ჩემთვის უჩვეულო იყო თამაშისთვის თვალის დევნება. მერჩივნა მოედანზე ვყოფილიყავი, თამაშის ემოციას ავყოლოდი და გუნდს დავხმარებოდი. სამწვრთნელო შტაბმა გუნდის მოსამზადებლად ფანტასტიკური სამუშაო გასწია. გვიჭირდა, თუმცა სახიფათოები ვიყავით. ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად გაშვებული ხუთი გოლი, როგორც წესი, გამოთიშვას ნიშნავს, მაგრამ იმ შანსებმა, რომლებიც შევქმენით, რწმენა დაგვიბრუნა.

როცა თამაში 5:2-ია და არაფერი გაგაჩნია, რთულია სიტუაციის შემოსაბრუნებლად არგუმენტების მოყვანა, მაგრამ რადგან ასეთი სახიფათოები ვიყავით, ვფიქრობ, ახლა მთავარია გონებით თამაშში დავბრუნდეთ და ჩვენი შანსები გამოვიყენოთ.

დღეს ბევრი კარგი დაცვითი ეპიზოდი ვნახე, მაგრამ ასეთ თამაშებში ყველაფერს დეტალები წყვეტს: ან ბოლომდე უნდა ჩაება ბრძოლაში, ან სრულად დაიხიო უკან. „შუალედური ვარიანტი“ ასეთი დონის ფეხბურთელების წინააღმდეგ არ ამართლებს.

ჩვენ შინ ვთამაშობთ, სადაც სტადიონზე 75,000 ადამიანი იქნება,  მე მეტი მინდა. მსურს, ეს სიმძიმე იგრძნობოდეს. „ალიანც არენა“ ის ადგილია, სადაც ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს.“

მატჩის მიმოხილვა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები