ინდიანა პეისერსი, ოკლაჰომა სიტი თანდერი, ნიუ-იორკ ნიქსი
Aa
Aa

ინდიანამ აღმოსავლეთ კონფერენცია მოიგო - წინ ოკლაჰომასთან სუპერფინალია

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი დასრულდა. ინდიანამ ნიუ-იორკ ნიქსი საკუთარ კედლებში 125:108 დაამარცხა და სუპერფინალში გავიდა.

პირველი და მეორე მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. პირველი მეოთხედი მასპინძლებმა 25:24 მოიგეს, ხოლო მეორე 33:30. შესვენებაზე პეისერსი 4-ქულიანი უპირატესობით გავიდა.

მეორე ტაიმში ინდიანამ უპირატესობა გაამყარა და მესამე მეოთხედი 34:23 მოიგო, ხოლო ბოლო მეოთხედი 33:31.

პეისერს პასკალ სიაკამმა ულიდერა. 31 წლის კამერუნელმა პარკეტზე 36 წუთი და 8 წამი გაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 31 ქულას, 5 მოხსნას და 3 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ცნობისთვის, სუპერფინალში ინდიანა პეისერში ოკლაჰომას დაუპირისპირდება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა
    „გვინდა ევროტურნირზე ქუთაისში ვითამაშოთ“ - ტუღუშმა სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დააანონსა