შენგელიამ ვირტუს ბოლონიას მოაგებინა | თოკომ ბოლო წამებზე ორქულიანი ჩააგდო
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის პლეიოფის ნახევარფინალში, თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიას“ მეტოქე „ოლიმპია მილანოა“. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართა და უმძიმეს ბრძოლაში იმარჯვა.
შენგელიამ „ვირტუს ბოლონიას“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. შეხვედრის დასრულებამდე 23 წამით ადრე, თოკოს გუნდი 1 ქულით აგებდა, მაგრამ შენგელიამ ორქულიანი ჩააგდო, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა - 68:67.
თორნიკე ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა პარკეტზე 20 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე 18 ქულა და 4 მოხსნა იყო. თოკომ 2-დან 2 სამქულიანი 5-დან 4 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.
ცნობისთვის, „ვირტუს ბოლონია“ სერიაში 1:0 დაწინაურდა და ამ გუნდების მეორე შეხვედრა 2 ივნისს გაიმართება.