ხვიჩა კვარაცხელია, იური სიომინი
Aa
Aa

„თავდაპირველად მეგონა რომ ნაპოლი არ უნდა დაეტოვებინა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სიომინმა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა. სიომინი „კვარას“ „პარი სენ-ჟერმენში“ ტრანსფერსაც შეეხო და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს ფინალის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

„თავდაპირველად, მეგონა, რომ ხვიჩას ნაპოლი არ უნდა დაეტოვებინა და პარი სენ-ჟერმენში არ გადასულიყო, მაგრამ მან და მისმა აგენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ლუის ენრიკე ზუსტად ის მთავარი მწვრთნელია, რომელიც კვარაცხელიას შეესაბამება, თავად კვარა კი გუნდის სტილს მშვენივრად ერგება და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს მთელი ცხოვრებაა, პსჟ-ში თამაშობს.

ფინალს რაც შეეხება, ასეთ მატჩებში ფავორიტი არ არსებობს და ორივე გუნდი ღირსია, ჩემპიონი გახდეს. კვარაცხელიას მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაუტარებია და შეუძლია, ფინალის ბედი პარი სენ-ჟერმენის სასარგებლოდ გადაწყვიტოს. უნარების დონე, რომელიც მას აქვს, ამის საშუალებას აძლევს“.

შეგახსენებთ, რომ ფინალი დღეს, 23:00-ზე, მიუნხენში, „ალიანს არენაზე“ გაიმართება. ცნობილი სტატისტიკური პორტალი, Opta მიიჩნევს, რომ ტურნირის გამარჯვებული პსჟ გახდება. ლუის ენრიკეს გუნდის გაჩემპიონების შანსი 53,6%-ია.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შენ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლე“ - კვარა ქინქლაძემ გაამხნევა
„შენ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლე“ - კვარა ქინქლაძემ გაამხნევა