„შენ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლე“ - კვარა ქინქლაძემ გაამხნევა
დღეს არამხოლოდ „პარი სენ-ჟერმენის“, არამედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. მიზეზი მარტივია - პარიზული გრანდის ერთ-ერთი ლიდერი და გამორჩეული ფიგურაა ხვიჩა კვარაცხელია - წარმატების შემთხვევაში ის გახდება 18-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. „ინტერთან“ უპრინციპულესი შეხვედრის წინ ხვიჩა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ სოციალური ქსელის საშუალებით გაამხნევა.
რას წერს ქინქლაძე
დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული დღეა. ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშით არამხოლოდ საკუთარი მიზნის მიღწევა შეძლო, არამედ მთელი ერის ოცნებები გააცოცხლა.
ხვიჩა, შენ უკვე ისტორია ხარ! ითამაშე გულით, გაბედულად და იცოდე, რომ მთელი საქართველო შენს გვერდითაა.
წადი და დაიმკვიდრე შენი სახელი ფეხბურთის უმაღლეს საფეხურზე.
შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ – „ინტერის“ ფინალი მიუნხენის „ალიანს არენაზე“ დღეს, თბილისის დროით, 23:00 საათზე დაიწყება.