„თოფურიას ხელებში არანორმალური ძალა აქვს“ - მაიკლ ჩენდლერი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, მაიკლ ჩენდლერმა ჩარლზ ოლივეირასა და ილია თოფურიას შორის დაგეგმილ სატიტულო ჩხუბზე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზიც გააკეთა.
რა თქვა ჩენდლერმა:
„ოლივეირა მოიგებს თუ თოფურია? რთული არჩევანია. ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ფსონს არ უნდა დებდე, იმიტომ რომ ის ყველა მხრივ ძალიან ძლიერია და მისი დამარცხება ძალიან რთულია.
ამასთანავე, ილია თოფურიას ხელებში არანორმალური ძალა აქვს და მისი დარტყმები ძალიან ზუსტია. ძალიან საინტერესოა, როგორი იქნება ეს ჩხუბი.
ვფიქრობ, სტრაიკინგში უპირატესობა ილიას ექნება, მაგრამ საერთო ჯამში ჩარლზი რთული დასამარცხებელია. დამიჯერეთ, მას ორჯერ ვეჩხუბე და კარგად ვიცი, რასაც ვამბობ“.
ცნობისთვის, მსუბუქი წონის საჩემპიონო ჩხუბი 29 ივნისს, UFC 317-ზე გაიმართება. ტიტული ამ წონაში ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ისლამ მახაჩევმა ჩემპიონის ქამარზე უარი თქვა და ქვესაშუალო წონაში გადავიდა.