მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„ტექნიკური ნოკაუტით მოვუგებთ“ | ომალის მწვრთნელის პროგნოზი მერაბთან ჩხუბზე

მერბ დვალიშვილის მომდევნო მეტოქის, შონ ომალის მწვრთნელი, ტიმ უელჩი დარწმუნებულია, რომ „შუგა“ საჩემპიონო ქამარს დაიბრუნებს. უფრო მეტიც, უელჩი თვლის, რომ ომალი „მანქანას“ დააფინიშებს და ტექნიკური ნოკაუტით მოიგებს.

„რთული ჩხუბი იქნება, რომელშიც ომალი ზიანს მიიღებს, მაგრამ მგონია, რომ თავის დარტყმას აუცილებლად იპოვის. ძველი ხელთათმანები დაგვიბრუნეს, რომლებიც ქვასავითა და ომალი მერაბს ტუჩს გაუხეთქავს, ტკივილს მიაყენებს, ისევ მოარტყამს და დააფინიშებს.

ომალი ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვებს და ეს ალბათ, მესამე რაუნდში მოხდება, რის შემდეგაც, ტრილოგიას გავმართავთ. შონი ყველაფრისთვის მზადაა და საჩემპიონო ქამარს დავიბრუნებთ“.

შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ჩხუბი 7 ივნისს (თბილისის დროით 8 ივნისს) გაიმართება და UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაპირველად მეგონა რომ ნაპოლი არ უნდა დაეტოვებინა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა
„თავდაპირველად მეგონა რომ ნაპოლი არ უნდა დაეტოვებინა“ | სიომინმა კვარაზე ისაუბრა