როლან გაროსი | კალაშნიკოვა წყვილთა თანრიგის მეორე წრეში გავიდა
როლან გაროსის პირველ წრეში, წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრალიელ მეწყვილესთან მაია ჯოინტთან ერთად ამერიკულ უკრაინულ დუეტს დაუპირისპირდა და ორ სეტში 7:6 6:4 დაამარცხა.
პირველი სეტი მეტად დაძაბული გამოდგა. წყვილებმა 3-3 ბრეიკი გაცვალეს და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც უკეთესები ოქსანა და მაია იყვნენ - 9:7.
მეორე სეტიც საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა. წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად ვერ თამაშობდნენ. კენინმა და კიჩენოკმა 2 ბრეიკი შეასრულეს, ხოლო კალაშნიკოვამ და ჯოინტმა 3. საბოლოო ჯამში 6:4.
ცნობისთვის, ოქსანა კალაშნიკოვასა და მაია ჯოინტის დუეტი როლან გაროსის შემდეგ წრეში სრამკოვა/ტამოვასა და გლისონ/ვოლუნეცსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.