როლან გაროსი | ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა
როლან გაროსის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი პორტუგალიელ ენრიკე როშას დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 5 სეტში 6:7 6:2 6:7 6:2 2:6 დამარცხდა.
პირველი სეტი ბასილაშვილმა ბრეიკით დაიწყო, თუმცა როშამ უმალ უკუბრეიკი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც პორტუგალიელმა სრული უპირატესობით 7:0 გაიმარჯვა.
მეორე სეტში ნიკოლოზი დომინირებდა. 2 ბრეიკი შეასრულა და სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა.
მესამე სეტში ჩოგბურთელები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად თამაშობდნენ და კვლავ ტაი-ბრეიკი მივიღეთ, სადაც უკეთესი კვლავ როშა აღმოჩნდა, თუმცა ამჯერად ბრძოლა დასჭირდა და 11:9 მოიგო.
მეოთხე სეტი მეორეს იდენტური იყო. ბასილაშვილის ორი ბრეიკი და მატჩი დისაიდერში გადავიდა. სამწუხაროდ, მეოთხე ბრეიკში ქართველმა ჩოგბურთელმა საკუთარი ჩაწოდება დათმო, რაც როშასთვის კომფორტული უპირატესობა აღმოჩნდა. მერვე გეიმში პორტუგალიელმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და მატჩი მოიგო. შეხვედრა 3 საათი და 56 წუთი გრძელდებოდა.