Independent: “კვარას შეუძლია მსოფლიოს საუკეთესოს წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია“
მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Independent-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
რას წერს Independent?
„ფეხბურთისთვის კარგია, რომ უნიკალურ ქართველ მოთამაშეს, როგორიც ხვიჩა კვარაცხელიაა, ახლა უკვე შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშის წოდებაზე ჰქონდეს პრეტენზია. 24 წლის ფეხბურთელმა ეს სცენა გრანდიოზული განცხადებისთვის გამოიყენა და ინტერს გოლი გაუტანა. ეს, რა თქმა უნდა, სივრცის კიდევ ერთი ნაწილის გარღვევა იყო.“
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ნერაძურის მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.
ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.