ინტერი, ხვიჩა კვარაცხელია, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

“ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ - კვარას კომენტარი ფინალის მოგების შემდეგ

მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ კომენტარი გააკეთა.

კვარაცხელია:

„ეს გიჟური შეგრძნებაა. ვერ წარმოვიდგენდი, რომ დღეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გავხდებოდი. ოცნებები ნამდვილად ხდება და ამის აღწერა არ შემიძლია, ეს გიჟური ემოციებია. ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ, ახლა ჩემს ქვეყანაში ხალხი ბედნიერია.

პარი სენ ჟერმენი დიდებული გუნდია. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. ბედნიერი ვიყავი, რადგან აქ გადმოსვლა ძალიან მინდოდა. დღეს გამოჩნდა, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი. აქ ამ დიდებულ ბიჭებთან ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ნერაძურის მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.

ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„რა გასაოცარი ტრანსფერია“ | როგორ გამოეხმაურა LEquipe-ი ხვიჩას ფინალს
„რა გასაოცარი ტრანსფერია“ | როგორ გამოეხმაურა LEquipe-ი ხვიჩას ფინალს