ბარსელონა, ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

“ჩემი გუნდით ვამაყობ“ - ფლიკი ლევანტეს დამარცხების შემდეგ

ლა ლიგის მე-2 ტურში ბარსელონა ლევანტეს ესტუმრა მძიმე ბრძოლაში 3:2 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, კატალონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა კომენტარი გააკეთა.

ფლიკი:

„ჩემი გუნდით ვამაყობ. მატჩი დაბრუნება ვცადეთ და 3 ქულა ავიღეთ. საკუთარი თავის დასასრულამდე გვჯეროდა. ადვილი თამაში არ იყო, რადგან მეტოქე თავს ღრმად იცავდა. მატჩის მიმდინარეობისას რაღაცების შეცვლა მოგვიწია. ეს შეხვედრა გაზრდაში დაგვეხმარება.

ლევანტე თავს კარგად იცავდა. მათ საკმაოდ სწრაფი ფეხბურთელები ჰყავთ. პირველ ტაიმში შანსები გვქონდა და უნდა გაგვეტანა. მეორე ნახევარში პედრის გოლი მნიშვნელოვნად დაგვეხმარა.

პენალტის ეპიზოდი? ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ვბრაზდებით, მაგრამ მოცემულობა უნდა მიგვეღო. მთავარი ისაა, რომ 3 ქულა მოვიპოვეთ. ჩემთვის არ იყო ნათელი ბალდეს ხელზე მოხვდა თუ არა.“

შეგახსენებთ, რომ ლევანტე პირველი ტაიმის შემდეგ 2:0-ს იგებდა. მეორე ტაიმში პედრიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს. მესამე გოლი კი ვალენსიელთა ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად | ებერეჩი ეზე არსენალის ფეხბურთელია
ოფიციალურად | ებერეჩი ეზე არსენალის ფეხბურთელია