“ბევრად მეტი შეუძლია“ - ჰორნელანი ზურიკოზე
საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენი ბულონს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სენტ-ეტიენის მთავარმა მწვრთნელმა ეირიკ ჰორნელანმა ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა.
ჰორნელანი:
„ზურიკო დავითაშვილი ტოპ ფეხბურთელია. წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში კარგად ვერ მოემზადა, მაგრამ ახლა უკეთეს კონდიციებშია და ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. ის არის ფეხბურთელი, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 2 გოლი გაიტანა. მისი კარგი თამაში გუნდს ბევრ რამეში ეხმარება და ეს ყველაფერი საგოლე მოქმედებაშიც გამოჩნდა.“
ცნობისთვის, ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 წარმატებული დრიბლინგი, 82 შეხება ბურთთან, 60-დან 47 ზუსტი პასი (78%), 2 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 24 დაკარგული ბურთი და 1 ჯარიმა.