პეპ გუარდიოლა
Aa
Aa

„სხვა კლუბიდან აქამდე გამიშვებდნენ“ - გუარდიოლას აღიარება

პეპ გუარდიოლას სამწვრთნელო კარიერაში გასული სეზონი ყველაზე წარუმატებელი იყო, რის გამოც არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ კატალონიელი სპეციალისტი „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებლის პოსტიდან გაენთავისუფლებინათ, თუმცა „ქალაქელების“ შეფებმა პეპს ნდობა გამოუცხადეს და დაკარგული პოზიციების დაბრუნებას მანჩესტერელები ისევ მისი ხელმძღვანელობით შეეცდებიან. რის ხარჯზეც სარგებლობს ნდობის ამხელა ვოტუმით გუარდიოლა, ამის თაობაზე შეკითხვა სწორედ მას დაუსვეს და ასეთი პასუხი მიიღეს:

„ამ შეკითხვაზე ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. უბრალოდ მიხარია, რომ ცუდი სეზონის შემდეგ საშუალება ისევ მეძლევა „მანჩესტერ სიტის“ ვუხელმძღვანელო. ერთი რამ ცხადია - დირექტორთა საბჭოს წევრები და სპორტული დირექტორი სხვები რომ ყოფილიყვნენ, პოსტიდან აუცილებლად გამიშვებდნენ, რადგან წინა წელს „სიტის“ ძალიან ცუდი შედეგები ჰქონდა. ახლა დიდი იმედი მაქვს, რომ ახალი კადრებით წარმატებას მივაღწევთ, თუმცა დრო გვჭირდება, რადგან 6-7 ახალი ფეხბურთელი დავიმატეთ“.

ცნობისათვის, „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც სახარბიელო სტარტი არ აქვს, რადგან გუშინ, ინგლისის პრემიერლიგის II ტურში საკუთარ სტადიონზე „ტოტენჰემთან“ 0:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ვისაც წასვლა სურს, წავიდეს“ - გუარდიოლას მინიშნება ედერსონზე
„ვისაც წასვლა სურს, წავიდეს“ - გუარდიოლას მინიშნება ედერსონზე