ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

სიტიმ და პსჟ-მ დონარუმას ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს | პედულა

„მანჩესტერ სიტი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერთან დაკავშირებით „პარი სენ-ჟერმენს“ დაუკავშირდა.

როგორც ცნობილი იტალიელი ინსაიდერი, ალფრედო პედულა წერს, „ქალაქელებმა“ ბოლო დღეების განმავლობაში პარიზელებთან პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყეს.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად ლიგა 1-ის კლუბი იტალიელი გოლკიპერის სანაცვლოდ 45-50 მილიონ ევროს მოითხოვდა, თუმცა ინგლისური გუნდი ამ თანხის გადახდას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში, პარიზელებმა ახალი მეკარე წარადგინეს. ლუკა შევალიე გუნდის ღირსებას 2030 წლამდე დაიცავს.

გეტყვით ასევე, რომ დონარუმა პსჟ-ში 2021 წლიდან თამაშობს და მის შემადგენლობაში 161 შეხვედრა ჩაატარა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„უპატივცემულობაა, შოკირებული ვარ“ | დონარუმას აგენტის კომენტარი პსჟ-ზე
„უპატივცემულობაა, შოკირებული ვარ“ | დონარუმას აგენტის კომენტარი პსჟ-ზე