სიტისთან პირადი დეტალები შეათანხმა - ტრანსფერი ედერსონის მომავალზეა დამოკიდებული
როგორც მოგეხსენებათ, ჯანლუიჯი დონარუმა დღევანდელ დღემდე უგუნდოდ არის. იტალიელი კარის დარაჯის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს მანჩესტერ სიტი იჩენს.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჯიჯომ ქალაქელებთან პირად დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.
იტალიელი მეკარისთვის გრძელვადიანი კონტრაქტი მზადაა და სატრანსფერო ღირებულებასთან დაკავშირებით, პარი სენ ჟერმენთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
საბოლოო შეთანხმება იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ბედი ეწევა სიტის ამჟამინდელ კარის დარაჯს ედერსონ მორაეშს.
ბრაზილიელ მეკარეს მანჩესტერული კლუბიდან აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. მეტიც, ის ტოტენჰემთან სათადარიგოთა სკამზე იჯდა. თუ ის წავა, დოანრუმას ტრანსფერი გარდაუვალი იქნება.