ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი, შაკილ ონილი, მაიკლ ჯორდანი
Aa
Aa

„მაღიზიანებს, როდესაც კობის აიგნორებენ“ - შაკილ ონილი გაბრაზებულია

ახლა, როდესაც ლებრონ ჯეიმსის კარიერა დასასრულს უახლოვდება, როგორც ყოფილ კალათბურთელებს შორის, ასევე NBA-ს ექსპერტებსა და გულშემატკივრებში ხშირია კამათი იმის თაობაზე, თუ ვინ იყო ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე. სწორედ ასეთი შეკითხვა დაუსვეს ლეგენდარულ კალათბურთელს შაკილ ონილს ერთ-ერთ გადაცემაში და იმის მაგივრად, რომ კითხვაზე პასუხი გაეცა, საკმაოდ გაბრაზდა და ასეთი კომენტარი გააკეთა:

„მაღიზიანებს, როდესაც საუბრობენ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელზე და კობი ბრაიანტს არ ასახელებენ. არ მაინტერესებს, ვის აირჩევთ, მაიკლ ჯორდანს, თუ ლებრონ ჯეიმსს, მაგრამ ჩამონათვალში კობი აუცილებლად უნდა იყოს და ხალხმა საკუთარი ფავორიტი მხოლოდ ამის შემდეგ დაასახელოს. კობი ჯორდანის ასლი გახლდათ, ეს უკანასკნელი კი ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელია, თუმცა ლებრონმაც ბევრ წარმატებებს მიაღწია და სწორედ აქ იწყება ნამდვილი დისკუსია“.

შეგახსენებთ, რომ შაკილ ონილი და კობი ბრაიანტი წლების მანძილზე „ლეიკერსის“ ღირსებას იცავდნენ და მათი დუეტი NBA-ს ისტორიაში თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს
ბრაიანტის უცნაური იგნორირება - კობი ათეულში არ შეიყვანეს