კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

მექვაბიშვილის მე-4 ასისტი - კრაიოვამ პეტროლულს მოუგო

რუმინეთის სუპერლიგის მე-7 ტურში, ანზორ მექვაბიშვილის „უნივერსიტატეა კრაიოვა“ საკუთარ მოედანზე „პეტროლულს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხა.

ქართველი ნახევარმცველი თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მექვაბიშვილმა „კრაიოვას“ მეორე გოლის ეპიზოდში საკმაოდ ლამაზი საგოლე გადაცემა მიითვალა და თავისი თანაგუნდელი, სტეფან ბაიარამი მეკარესთან ფაქტობრივად პირისპირ დატოვა. ამ უკანასკნელსაც გატანა აღარ გასჭირვებია.

ამ მოგებით, „უნივერსიტატეა კრაიოვამ“ სატურნირო ცხრილში 19 ქულა დააგროვა და გათამაშებას ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე ადგილზე მყოფ „რაპიდ ბუქარესტს“ 15 ქულა აქვს.

რაც შეეხება ანზორ მექვაბიშვილს, მიმდინარე სეზონში ქართველმა ნახევარმცველმა რუმინეთის ჩემპიონატში მე-6 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამასთან, მექვაბიშვილმა 1 საგოლე გადაცემის შესრულება კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბევრად მეტი შეუძლია“ - ჰორნელანი ზურიკოზე
“ბევრად მეტი შეუძლია“ - ჰორნელანი ზურიკოზე