ფრან ჯოუნსი
Aa
Aa

ჩოგბურთელი ორი თითის გარეშე - ფრან ჯოუნსის დაუჯერებელი ისტორია

ბრიტანელმა ჩოგბურთელმა ფრან ჯოუნსმა მიმდინარე კვირაში ამერიკის ღია პირველობის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, გზად ეკო გორგოძე ჩამოიტოვა და ძირითად ბადეში გავიდა.

მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიო რეიტინგში 86-ე ადგილზეა, ავტომატურად ამერიკის ღია პირველობაზე ვერ მოხვდა და კვალიფიკაციის გავლა მაინც მოუწია. სამივე მატჩი სეტის წაუგებლად მოიგო..

ფრანი განსაკუთრებულ სპორტსმენად სწორედ მისი იშვიათი ფიზიკური მდგომარეობის გამო მიიჩნევა. ბავშვობაში ექიმებმა უთხრეს, რომ ჩოგბურთელი ვერასოდეს გახდებოდა, რადგან იშვიათი გენეტიკური მდგომარეობებით — ექტრადაქტილიითა და ეკტოდერმული დისპლაზიით დაიბადა. ჯოუნსს ორივე ხელზე ერთი თითი აკლია, ფეხებზე კი სამი და ოთხი თითი აქვს.

თავად ჩოგბურთელი ამასთან დაკავშირებით ამბობს:

„ვცდილობ ამას დადებითად შევხედო. ექიმს კი დავუმტკიცე, რომ ცდებოდა, მაგრამ უფრო მეტად მსურს ხალხს დავანახო, რომ პერსპექტივის შეცვლა შესაძლებელია. ჩემი მიზანი შურისძიება არ არის. მსურს ჩემი ამბავი სხვებისთვის ძალის მიმცემი გახდეს.“

ფრანი 9 წლიდან ენდი მარის აკადემიაში, ბარსელონაში ვარჯიშობს. ჯერჯერობით, მისი საუკეთესო შედეგი დიდ სლემებზე მონაწილეობის მიღებაა. ეს სამჯერ მოახერხა და სამივეჯერ პირველივე წრეში დამარცხდა.

24 წლის ბრიტანელი ამერიკის ღია პირველობის პირველ წრეში გეერმანელ ევა ლაისს დაუპირისპირდება, რომელიც WTA-ს რეიტინგში მე-60 ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ჯოკოვიჩი: „მასტერსებზე დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ“
ჯოკოვიჩი: „მასტერსებზე დროის დაკარგვას აღარ ვაპირებ“