ჰამბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

გოჩოლეიშვილის დებიუტი ბუნდესლიგაში - ჰამბურგმა სეზონი 1 ქულით გახსნა

გერმანიის ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრებისა და „ჰამბურგის“ მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის დებიუტი შედგა.

ქართველი ფეხბურთელის გუნდი სტუმრად „ბორუსია მიონხენგლადბახს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ფრედ, 0:0 ითამაშა.

გიორგი გოჩოლეიშვილი „ჰამბურგის“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 86 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს დამაკმაყოფილებელი თამაში ჰქონდა და დაცვაში თავი უშეცდომოთ წარმოაჩინა. გოჩოლეიშვილის სტატისტიკა ასეთი იყო: ბურთთან 44 შეხება, 21-დან 15 ზუსტი პასი (71%), 1 საკვანძო პასი, კარისკენ 1 არაზუსტი დარტყმა, 1 წარმატებული დრიბლინგი, 5-დან 2 მოგებული პოზიციური დუელი, 2-დან 1 მოგებული საჰაერო დუელი, 1 ჯარიმა, 1 თამაშგარე, 2 განმუხტვა, 1 ართმევა, 1 ვარდნა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.3 ქულით შეფასდა.

გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგმა“ ბუნდესლიგის ახალი სეზონი 1 ქულით გახსნა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო ტურში საკუთარ მოედანზე „სტ. პაულის“ დაუპირისპირდება. მატჩი 29 აგვისტოს, საქართველოს დროით 22:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“ - მიქაუტაძე მეცთან მატჩის შემდეგ
„ამაყი ვარ, რომ ლიგა 1-ში გხედავთ, ძმებო“ - მიქაუტაძე მეცთან მატჩის შემდეგ