ირაკლი იეგოიანი, ექსელსიორი
Aa
Aa

იეგოიანის დებიუტი ერედივიზიონში - ექსელსიორი უტრეხტთან განადგურდა

ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-3 ტურში, ირაკლი იეგოიანის „ექსელსიორი“ სტუმრად „უტრეხტს“ დაუპირისპირდა და 4:1 დამარცხდა.

21 წლის ფეხბურთელმა როგორც ახალ გუნდში, ისე ნიდერლანდების მთავარ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ირაკლი იეგოიანი „ექსელსიორის“ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა და მოედანზე 71 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 26 შეხება ბურთთან, 14-დან 11 ზუსტი პასი (79%), კარისკენ 2 დარტყმა (ორივე არაზუსტი), 3-დან 1 წარმატებული დრიბლინგი, 5-დან 1 მოგებული პოზიციური დუელი, დაცვაში 1 დაბლოკილი დარტყმა, 1 განმუხტვა. Sofascore-ზე მისი თამაში 6.5 ქულით შეფასდა.

რაც შეეხება შეხვედრის მიმდინარეობას, მასპინძლებმა ანგარიში 27-ე წუთზე, როდრიგესის გოლით გახსნეს. ტაიმის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ პირველ წუთზე კი მინმა სხვაობა ორამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, 58-ე წუთზე იენსენმა სტუმართა კარში მესამე გოლი გაიტანა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და „უტრეხტის“ უპირატესობა ოთხ ბურთამდე გაზარდა. „ექსელსიორმა“ პრესტიჟის გოლი 83-ე წუთზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში იუნმა დააფიქსირა.

3 ტურის შემდეგ, „ექსელსიორს“ სამი მარცხი აქვს და 0 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-18 პოზიციას იკავებს. იეგოიანის გუნდს 2 გატანილი და 11 გაშვებული გოლი აქვს. მომდევნო ტურში „ექსელსიორი“ საკუთარ მოედანზე „ტვენტეს“ დაუპირისპირდება. მატჩი 30 აგვისტოს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილი სპორტინგს გამარჯვებაში დაეხმარა | ქართველის კარგი მატჩი
ქოჩორაშვილი სპორტინგს გამარჯვებაში დაეხმარა | ქართველის კარგი მატჩი