“იმედი მაქვს გუნდს დავეხმარე“ - დავითაშვილი ბულონთან მატჩის შემდეგ
საფრანგეთის ლიგა 2-ის მორიგ ტურში სენტ-ეტიენი ბულონს ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზეა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ზურიკომ?
„რთული მატჩი იყო, მაგრამ ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ მეორე ტაიმში გოლი ლამაზი კომბინაციით გაგვეტანა. ჩვენ ინიციატივა საკმაოდ კომპაქტური გუნდის წინააღმდეგ გამოვავლინეთ. რა თქმა უნდა, რამდენიმე შეცდომა დავუშვით, მაგრამ ეს ფეხბურთია და ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ 3 ქულა ავიღეთ.
ვცდილობდი, ყველაფერი გამეკეთებინა, რომ მეტოქის მცველები დამეღალა. მეორე ტაიმში კი მეტი სივრცე გამომიჩნდა. იმედი მაქვს, გუნდს დავეხმარე. ზოგჯერ ჩემი ზონიდან გავდიოდი, რათა ბურთთან შეხება მქონოდა. საერთო ჯამში თავს კარგად ვგრძნობდი, შემეძლო ცოტა მეტი მეთამაშა.
ამ ეტაპზე სენტ-ეტიენში ვარ, ყველაფერს ვაკეთებ და ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი დახმარება გავუწიო გუნდს. ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ. ჩემი თანაგუნდელები ტრანსფერზე ცოტას მესაუბრებიან, მაგრამ იციან, რომ ყველაფერს გავაკეთებ. თუ შეამჩნევენ, რომ ჩემი გონება სხვა რამეზეა გადართული, აუცილებლად მეტყვიან.“
ცნობისთვის, ეირიკ ჰორნელანდმა ზურიკო 89-ე წუთზე შეცვალა. ქართველმა ფეხბურთელმა Sofascore-ისგან 7.2-იანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 1 გოლი, 2 დარტყმა კარში, 1 დარტყმა კარისკენ, 1 დაბლოკილი დარტყმა, 2 წარმატებული დრიბლინგი, 82 შეხება ბურთთან, 60-დან 47 ზუსტი პასი (78%), 2 საკვანძო პასი, 3-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 2-დან 1 ზუსტი გრძელი პასი, 5-დან 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 წაგებული საჰაერო ორთაბრძოლა, 24 დაკარგული ბურთი და 1 ჯარიმა.