დიმიტარ ბერბატოვი, უეინ რუნი
Aa
Aa

„მთელი ღამე კლუბში ვიყავით, ბერბატოვი ცუდად გახდა“ - რას იხსენებს რუნი

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექსფეხბურთელმა უეინ რუნიმ BBC-ის პოდკასტში გაიხსენა ისტორია, როდესაც სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთმა წევრმა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატამდე მთელ გუნდს ღამის კლუბში წასვლა აიძულა.

რას ჰყვება რუნი:

„იაპონიაში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე უნდა გვეთამაშა, მანამდე კი სტუმრად „ტოტენჰემს“ ვეთამაშებოდით, დილით კი პირდაპირ ლონდონიდან ფრენა გვქონდა დაგეგმილი. ფიზმომზადების მწვრთნელს მოუვიდა აზრი, რომ თუ მთელი ღამე ფხიზლად ვიქნებოდით, შემდეგ თვითმფრინავში დავიძინებდით და იაპონიაში ჩასულები საათობრივი სარტყელის შეცვლას ასე უფრო კარგად შევეგუებოდით.

საბოლოო ჯამში, მატჩის შემდეგ მთელი გუნდით ლონდონის ერთ-ერთ ღამის კლუბში წავედით და მოვილხინეთ. შემდეგ თვითმფრინავში დაძინება ბევრს გაუჭირდა, ბერბატოვი ძალიან ცუდად გახდა და მთელი ტურნირი გამოტოვა, თუმცა ჩვენ მაინც გავხდით ჩემპიონები“.

ცნობისთვის, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში „გამბა ოსაკასთან“ ბერბატოვი განაცხადს მიღმა დარჩა, ეკვადორულ „კიტოსთან“ ფინალს კი სათადარიგოთა სკამიდან ადევნა თვალყური. რაც შეეხება რუნის, ის 3 გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ბოლოს მესი შეეხო, მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია, თქვენც ჩემპიონი ხართ“ - ინფანტინო ტრამპს
„მას ბოლოს მესი შეეხო, მხოლოდ ჩემპიონების ხვედრია, თქვენც ჩემპიონი ხართ“ - ინფანტინო ტრამპს