„ადრე კრიშტიანუს ვამჯობინებდი, ახლა მესი მირჩევნია“ - მიულერის საფეხბურთო გემოვნება
უკვე თითქმის 20 წელიწადია მიმდინარეობს კამათი იმის თაობაზე ლიონელ მესი უფრო დიდი ფეხბურთელია, თუ კრიშტიანუ რონალდუ და სავარაუდოდ მსგავსი პოლემიკა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. ტომას მიულერის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ყველამ კარგად იცოდა, თუმცა როგორც ჩანს გერმანელ შემტევს ბოლო პერიოდში საფეხბურთო გემოვნება შეეცვალა და Bild-ის ჟურნალისტს მოულოდნელი პასუხი გასცა.
ტომას მიულერი
ლიონელ მესი ყველაზე დიდი მოთამაშეა მათ შორის, ვისაც ოდესმე ფეხბურთი უთამაშია. საუბრები მისი და კრიშტიანუს შედარების თაობაზე დიდი ხანია მიმდინარეობს და ორივე წარმოუდგენლად ძლიერია, თუმცა ლეო გაცილებით ელეგანტურად ასპარეზობს.
ჩემი პროფესიული კარიერის საწყისი 10 წლის განმავლობაში არგენტინელს გამუდმებით პორტუგალიელს ვამჯობინებდი, თუმცა ახლა როდესაც ასაკში შევედი, უფრო რომანტიული გავხდი და შესრულებისა და დისციპლინის გარდა, ყურადღებას ლამაზ სათამაშო სტილსაც ვანიჭებ. მას შემდეგ კი, როდესაც მესიმ არგენტინის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, საბოლოოდ ჩამოვყალიბდი და ის ეჭვგარეშედ რონალდუზე წინ დავაყენე.
ცნობისათვის, ტომას მიულერი არცთუ ისე დიდი ხნის წინ „ბაიერნიდან“ „ვანკუვერში“ გადავიდა და სულ მალე ლიონელ მესისთან დაპირისპირება კიდევ ერთხელ მოუწევს, რადგან ეს უკანასკნელი ბევრ ყოფილ „ბარსელონელთან“ ერთად, „ინტერ მაიამის“ ღირსებას იცავს.