ლუის სუარესი
Aa
Aa

„ამერიკაში დაბალი დონე არავის ეგონოს“ - სუარესი MLS-ის ხარისხზე

უკანასკნელ პერიოდში არსებობს მოსაზრება, რომ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატი არამხოლოდ ევროპის ტოპ-ლიგებს, არამედ სხვა საშუალო დონის ჩემპიონატებსაც საგრძობლად ჩამოუვარდება. სკეპტიკოსების გასაჩუმებლად MLS-ის გუნდებს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე არაჩვეულებრივი შანსი მიეცათ, რაც ვერ გამოიყენეს. ლიონელ მესისა და ლუის სუარესის „ინტერ მაიამი“ კი „პარი სენ-ჟერმენთან“ იმდენად უშანსოდ დამარცხდა, რომ ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენი უკლია ამერიკულ ფეხბურთს ევროპულამდე. მიუხედავად ამისა, სუარესი თვლის, რომ MLS-ი საკმაოდ მაღალი დონის პირველობაა და შეეცადა საკუთარი მოსაზრება ფაქტებით გაემყარებინა:

„სენ-ჟერმენთან ინგლისის პრემიერ ლიგის ნახევარმა წააგო და ჩვენი მარცხი ასე საგანგაშოდ რატომ გამოჩნდა? მერწმუნეთ, MLS-ი საკმაოდ მაღალი დონის ჩემპიონატია და თუ ვინმეს ჰგონია, რომ საფეხბურთო ვარსკვლავები აქ განსატვირთად და მოსადუნებლად ჩამოდიან, ძალიან ცდება. პირადად, მე ძველებურად მსურს რაც შეიძლება ბევრი გოლის გატანა და როდესაც მიზანს ვერ ვაღწევ, ძველებურად ვბრაზდები“.

ცნობისათვის, 38 წლის ლუის სუარესი „ინტერ მაიამიში“ 2024 წლის იანვრიდან ასპარეზობს და 36 შეხვედრაში თავი 11 გოლითა და 15 საგოლე პასით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პატრის ევრა PFL-ში იჩხუბებს | ფრანგმა ლუის სუარესი გამოიწვია
პატრის ევრა PFL-ში იჩხუბებს | ფრანგმა ლუის სუარესი გამოიწვია