ლიონელ მესი, ნეიმარი, ლუის სუარესი, ლამინ იამალი
Aa
Aa

„მესის დროს იამალს გაუჭირდებოდა“ - ბარსას ყოფილი ფეხბურთელის მოსაზრება

რაფა მოხიკას „ბარსელონას“ სტრუქტურაში სამი წელი აქვს გატარებული, მაგრამ კლუბის ბევრი გულშემატკივრისთვის ის უცნობი მოთამაშეა, რადგან გამუდმებით B გუნდში ასპარეზობდა და დაწინაურების შესაძლებლობა არ ჰქონია. თავად ფეხბურთელი თვლის, რომ ვარჯიშებზე გამუდმებით ბოლომდე იხარჯებოდა და წინსვლის საშუალება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მიეცა, რომ ახლანდელისგან განსხვავებით, მაშინ „ბლაუგრანაში“ ჯოჯოხეთური კონკურენცია იყო:

„17 წლის ასაკში წინასასეზონო მომზადება მთავარ გუნდთან ერთად გავიარე, ერთ-ერთ მატჩში გოლიც გავიტანე, მაგრამ ამის იქით წასვლა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ჩემს პოზიციაზე მაშინ მსოფლიო ფეხბურთის სუპერვარსკვლავები, ლიონელ მესი, ნეიმარი და ლუის სუარესი თამაშობდნენ. ერთადერთი სიამოვნება ჩემვის ის გახლდათ, რომ მათ გვერდით ვიყავი და მათი თამაშის ხილვით ვტკბებოდი.

რისი თქმა მსურს იცით? ყველა იმ მოთამაშეს, რომელიც ამ ფორმაციის „ბარსელონას“ მთავარ გუნდში აკადემიიდან მოხვდა, არამხოლოდ მცირედით, არამედ ძალიან გაუმართლა. იმიტომ, რომ არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე, მათ ძირითადში ადგილი სწრაფად დაიმსახურეს. არ ვამბობ, რომ მესი-ნეიმარის ეპოქაში იამალი წარმატებას ვერ მიაღწევდა, მაგრამ თავიდანვე ასე სტაბილურად ასპარეზობის საშუალება ნამდვილად არ მიეცემოდა“.

ცნობისათვის, „ბარსელონა“ მოხიკამ 2019 წელს დატოვა და მას შემდეგ „კორნელიას“, „ლიდსის“, „ესტრემადურას“, „ოვიედოს“, „ლას პალმასისა“ და „აროუკას“ ღირსებას იცავდა. 2024 წლიდან კი „ალ-საადის“ შემადგენლობაში გამოდის და 27 შეხვედრაში თავი 19 გოლით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლინეკერი: „ოქროს ბურთს იამალი იმსახურებს“
ლინეკერი: „ოქროს ბურთს იამალი იმსახურებს“