ინტერი, პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ქაოსი პარიზში - 2 გულშემატკივარი გარდაიცვალა, 190-ზე მეტი დაკავებულია

როგორც მოგეხსენებათ, პარი სენ ჟერმენმა ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ახალი არც ის გახლავთ, რომ ფრანგულ გუნდს საკმაოდ ემოციური გულშემატკივრები ჰყავს.

ფინალის დასრულების შემდეგ, პარიზის ქუჩებში საშინელი ქაოსი და არეულობა დაიწყო. პარი სენ ჟერმენის გულშემატკივრები არაადეკვატურად იქცეოდნენ და საქმეში სამართალდამცავები ჩაერივნენ.

ფრანგული მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 4500 პოლიციელი იყო მობილიზებული. სულ ცოტა ხნის წინ, საშინელი ინფორმაცია გავრცელდა. შეტაკების დროს დაიღუპა 2 გულშემატკივარი. არიან დაშავებულებიც, ხოლო დაკავებული 192 ადამიანია. 

გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ სამართალდამცავები წყლის ჭავლს და ცრემლსადენ გაზს იყენებენ. პარიზში ნამდვილი ქაოსი სუფევდა.

ქუჩაში მყოფმა ადამიანებმა პირო ტექნიკა გამოიყენეს, რის შემდეგაც შენობებს და მანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ.

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ნერაძურის მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.

ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ-ხელაიფი: “აქამდე მოსასვლელად 14-წლიანი შრომა დაგვჭირდა“
ალ-ხელაიფი: “აქამდე მოსასვლელად 14-წლიანი შრომა დაგვჭირდა“