ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე
Aa
Aa

რეკორდები და სტატისტიკა | ჩემპიონთა ლიგის ფინალის საინტერესო ფაქტები

ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონი „პარი სენ-ჟერმენის“ ტრიუმფით დასრულდა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი ფინალში „ინტერს“ დაუპირისპირდა და „ნერაძური“ უშანსოდ დატოვა. „კვარამ“ და კომპანიამ მეტოქე 5:0 გაანადგურეს და ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართეს.

ამ სტატიაში გთავაზობთ საინტერესო სტატისტიკურ მოვლენებსა და ისტორიულ ფაქტებს, რომლებიც ფინალში დაფიქსირდა.

ხვიჩა კვარაცხელია პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

ხვიჩა კვარაცხელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პირველი კახა კალაძე იყო.

პარი სენ-ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის პლეიოფში: 24 გოლი, 172 დარტყმა, 69 ზუსტი დარტყმა, 20.1 xG, 62 პროცენტი ბურთის ფლობა.

პარი სენ-ჟერმენი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5-ბურთიანი უპირატესობით მოიგო.

დეზირე დუე პირველი ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში 3 საგოლე მოქმედება ჰქონდა.

დეზირე დუე მეექვსე ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი და ასისტი გააკეთა. დუე ყველაზე ახალგაზრდაა, რომელმაც ეს გააკეთა - 19 წელი, 362 დღე.

ინტერი პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალის საწყის 20 წუთში ორი გოლი გაუშვა.

ლუის ენრიკე მეორე მწვრთნელია, რომელმაც ტრებლი ორ სხვადასხვა კლუბში მოიგო. 2014/15 წლების სეზონში, ენრიკემ ტრებლი ბარსას მოაგებინა, მიმდინარე სეზონში - პსჟ-ს. იგივე მხოლოდ პეპ გუარდიოლას გაუკეთებია.

პსჟ მეცხრე ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც ტრებლი მოიგო. პარი სენ-ჟერმენი პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც ეს გააკეთა.

ფრანგულ კლუბებს ჩემპიონთა ლიგა ორჯერ აქვთ მოგებული. ორივეჯერ მიუნხენში, ორივეჯერ მილანური კლუბის წინააღმდეგ. მარსელმა მილანი 1:0 დაამარცხა.

პარი სენ-ჟერმენი 24-ე კლუბია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ პარიზელთა მხრიდან პირველი გოლი აშრაფ ჰაკიმიმ გაიტანა. მაროკოელის გოლს დეზირე დუეს დუბლი მოჰყვა. 73-ე წუთზე თავი ხვიჩა კვარაცხელიამ გამოიჩინა, ხოლო 86-ზე, საბოლოო წერტილი სენი მაიულუმ დასვა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე
„პარი სენ-ჟერმენის მებრძოლი სული“ | რას წერენ ფრანგულ პრესაში კვარაზე