ინტერი, პსჟ, ნიკოლა ბარელა
Aa
Aa

“გინება მინდა, მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო“ - ბარელა ფინალის შემდეგ

 მიუნხენში, „ალიანს არენაზე“, ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის ფინალი გაიმართა და „პარი სენ-ჟერმენი“ „ინტერს“ დაუპირისპირდა. პარიზულმა გრანდმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ისტორიაში პირველად მოიგო, დომინანტური თამაში აჩვენა და „ნერაძური“ 5:0 გაანადგურა.

მატჩის დასრულების შემდეგ, მილანური კლუბის ნახევარმცველმა ნიკოლა ბარელამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ბარელა:

„გინება მინდა, მაგრამ ვცდილობ თავი შევიკავო. დიდი იმედგაცრუებაა, რადგან ამ ფინალის შედეგი ჩვენს დიდ მოგზაურობას აუფერულებს. ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ხალხს ბოლო მომენტები ახსოვს. არავის ემახსოვრება ის, რომ ჩვენ ბაიერნი და წარმოუდგენელი ბარსელონა გავაგდეთ ტურნირიდან.

სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში მხოლოდ თასები რჩება. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ დიდებული გუნდის ნაწილი ვარ, რომელმაც გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღო. ვულოცავ პსჟ-ს, ისინი ყველა ასპექტში უფრო ძლიერები იყვნენ.“

შეგახსენებთ, რომ ინტერმა ბოლო 3 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის 2 ფინალი წააგო. 2 წლის წინ, ნერაძური მანჩესტერ სიტისთან 0:1 დამარცხდა

ასევე შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენის მხრიდან თავი ხვიჩა კვარაცხელიამაც გამოიჩინა, რომელმაც ინტერს მეოთხე გოლი გაუტანა. იქამდე კი მეორე გოლის დროს პრე-ასისტი მიითვალა.

ასევე გეტყვით, ხვიჩა კვარაცხელია გახდა მეორე ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო პირველი, ვინც აღნიშნული ტურნირის ფინალში გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქაოსი პარიზში - 2 გულშემატკივარი გარდაიცვალა, 190-ზე მეტი დაკავებულია
ქაოსი პარიზში - 2 გულშემატკივარი გარდაიცვალა, 190-ზე მეტი დაკავებულია