ანდრეი შევჩენკო
Aa
Aa

მთავარი სწორედ ეს არის - შევჩენკოს პროგნოზი ფინალზე

ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ანდრეი შევჩენკო გახლდათ. უკრაინელმა ფორვარდმა, რომელიც ახლა თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობს, „მილანის“ რიგებში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი 2003 წელს მოიგო და გადამწყვეტი პენალტი „იუვენტუსს“ 11-მეტრიანების სერიაში სწორედ მან გაუტანა. ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ფინალის შესახებ შევამ საკმაოდ საინტერესო პროგნოზი გააკეთა.

ანდრეი შევჩენკო

ყველაზე მთავარი იცით რა არის? როგორც „პარი სენ-ჟერმენი“, ასევე „ინტერი“ არამხოლოდ ამ სეზონში, არამედ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში მაღალი დონის ფეხბურთის დემონსტრირებას ახდენენ და ვფიქრობ, რომ ფინალში თამაში ორივე მათგანმა დაიმსახურა. ველოდები საინტერესო მატჩს, ფავორიტის დასახელება კი გამიჭირდება.

ერთმანეთს უპირისპირდებიან ორი განსხვავებული სამწვრთნელო სკოლის, იტალიურის და ესპანურის წარმომადგენლები და ეს მატჩი ამ მხრივაც ძალიან საინტერესოა. ყველა თამაშში იგრძნობა, რომ ლუის ენრიკეს და სიმონე ინძაგის ამ გუნდების ასეთ დონეზე გასაყვანად დიდი შრომა აქვთ ჩადებული და მიუნხენში შეეცდებიან საკუთარი საქმიანობა ღირსეულად დააგვირგვინონ.

ანდრეი შევჩენკომ როსონერის რიგებში ჩემპიონთა ლიგის გარდა, თითოჯერ სკუდეტო, იტალიის თასი, ქვეყნის სუპერთასი და უეფას სუპერ თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოედანზე განსხვავებას ქმნის ფეხბურთელების ხარისხი, და არა ხელფასები“ - ინძაგი ფინალის წინ
„მოედანზე განსხვავებას ქმნის ფეხბურთელების ხარისხი, და არა ხელფასები“ - ინძაგი ფინალის წინ