LIVE: პარიზში საჩემპიონო მსვლელობა დაიწყო
ჩემპიონთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის გამარჯვებული, პსჟ მიუნხენიდან პარიზში დაბრუნდა და ახლა სპეციალურ საჩემპიონო მსვლელობას მართავს.
თვითმფრინავი შარლ დე გოლის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის თასი თავდაპირველად აეროპორტში შეკრებილ გულშემატკივრებს წარუდგინეს, შემდეგ კი გეზი ტრიუმფალური თაღისკენ აიღეს.
ბუნებირივია, გუნდთან ერთად იმყოფება ხვიჩა კვარაცხელიაც, რომელიც საჩემპიონო მსვლელობაში იღებს მონაწილეობას. მსვლელობის დასრულების შემდეგ გუნდი პარკ დე პრანსისკენ გადაინაცვლებს, სადაც თასის წარდგენა მოხდება.
Qui d’autre pour prendre le micro ? Presnel Kimpembe ???? pic.twitter.com/tiCXKj80Yz
— la chaine L'Équipe (@lachainelequipe) June 1, 2025
დღესვე, პსჟ-ის ფეხბურთელები საფრანეთის პრეზიდენტსაც შეხვდებიან, სადაც თავის რეზიდენციაში ემანუელ მაკრონი პარიზულ გუნდს მოპოვებულ წარმატებას მიულოცავს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში პსჟ-მა „ინტერი“ 5:0 გაანადგურა და ჩემპიონობა არსებობის ისტორიაში პირველად იზეიმა. გუშინდელ შეხვედრაში მე-4 გოლი ხვიჩა კვარაცხელიამაც გაიტანა, რომელიც კახა კალაძის შემდეგ მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.
საჩემპიონო მსვლელობის პირდაპირი ეთერი: