გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

კარგი ამბავი - ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა

ლისაბონის „სპორტინგის“ ქართველმა ნახევარმცველმა, გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა და სათამაშოდ მზადაა. ამის შესახებ პორტუგალიური გამოცემა Mais Futebol-ი იტყობინება.

„ჯოვანი ქუენდამ და გიორგი ქოჩორაშვილმა გუნდთან ერთად ივარჯიშეს. ქუენდას მარჯვენა ფეხის თითი ჰქონდაა მოტეხილი, რის გამოც 2025 წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, ქოჩორაშვილი კი გუნდს ბოლო 8 კვირის განმავლობაში ვერ ეხმარეობდა“, - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგს“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდა - „ლომებმა“ მის სანაცვლოდ „ლევანტეს“ 5,5 მილიონი ევრო გადაუხადეს.

ამ დროისთვის ქართველმა ლისაბონური კლუბის მაისურით 22 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა. ქართველი ნახევარმცველის კონტრაქტი 2030 წლამდეა გათვლილი, გამოსასყიდი კი 80 მილიონი ევროა, თუმცა, პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, „სპორტინგი“ მზად იქნება, მას უფრო მოკრძალებული თანხის სანაცვლოდაც შეელიოს.

აქვე გეტყვით, რომ უახლოეს მატჩს „სპორტინგი“ პარასკევს გამართავს - „ლომების“ მეტოქე „სანტა კლარა“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე
„თავდაჯერება აუმაღლდა“ | რას წერს ბრიტანული პრესა მამარდაშვილზე