მსოფლიო ჩემპიონატი
Aa
Aa

საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა | მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და მუნდიალის ყველა მონაწილის ვინაობა ცნობილია. ევროპული ზონის შემდეგ საკონტინენტთაშორისო პლეიოფის თამაშები ვიხილეთ და კონგოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ იამაიკა დაამარცხა, ხოლო ერაყმა ბოლივიას მოუგო.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და იამაიკის ნაკრებების მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 0:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი დამატებით დროში გავიდა და აფრიკელებს საგზური აქსელ ტუანზებემ მოუტანა — 1:0.

ერაყისა და ბოლივიის შეხვედრაში სამი გოლი ვიხილეთ. მატჩში ანგარიში ალი ალ ჰამადიმ გახსნა და ერაყი დააწინაურა. 38-ე წუთზე ბოლივიამ მოიზეს პანიაგუას გოლით გაათანაბრა, თუმცა 53-ე წუთზე აიმენ ჰუსეინმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და ერაყმა 2:1 მოიგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ჯგუფი

A ჯგუფი: მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი.

B ჯგუფი: კანადა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კატარი, შვეიცარია.

C ჯგუფი: ბრაზილია, მაროკო, ჰაიტი, შოტლანდია.

D ჯგუფი: აშშ, პარაგვაი, ავსტრალია, თურქეთი.

E ჯგუფი: გერმანია, კიურასაო, კოტ-დივუარი, ეკვადორი.

F ჯგუფი: ნიდერლანდები, იაპონია, შვედეთი, ტუნისი.

G ჯგუფი: ბელგია, ეგვიპტე, ირანი, ახალი ზელანდია.

H ჯგუფი: ესპანეთი, კაბო ვერდე, საუდის არაბეთი, ურუგვაი.

I ჯგუფი: საფრანგეთი, სენეგალი, ერაყი, ნორვეგია.

J ჯგუფი: არგენტინა, ალჟირი, ავსტრია, იორდანია.

K ჯგუფი: პორტუგალია, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, უზბეკეთი, კოლუმბია.

L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია, განა, პანამა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თუ ეს თაობა მენტალურ ბარიერს გადალახავს... | სვანაძე მალტასთან გამარჯვების შემდეგ
თუ ეს თაობა მენტალურ ბარიერს გადალახავს... | სვანაძე მალტასთან გამარჯვების შემდეგ