ხვიჩა კვარაცხელია, რობერტ ლევანდოვსკი, ვიქტორ ოსიმენი, ჯანლუიჯი დონარუმა
Aa
Aa

კვარა, ოსიმენი და სხვები - ვარსკვლავები, რომლებიც მუნდიალს დააკლდებიან

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ოფიციალურად დასრულდა და ტურნირზე მონაწილე 48 გუნდის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა.

რა თქმა უნდა, მუნდიალზე მრავლად იქნებიან წარმოდგენილნი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები, თუმცა არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დააკლდებიან, რაც ყველა გულშემატკივარისთვის სამწუხარო იქნება.

ასეთი ფეხბურთელების სია Goal.com-მა შეადგინა და ბუნებრივია, ამ მოთამაშეთა შორის საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ს ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

რას წერს Goal.com-ი ხვიჩაზე:

საქართველო ევრო 2024-ის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, ხოლო ხვიჩა კვარაცხელია, თავისი თავბრუდამხვევი გარღვევებითა და დაუღალავი შრომით, მერვედფინალამდე მათი გზის მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ. თუმცა, „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბი მომავალ ზაფხულს თავისი ნიჭის დემონსტრირებას ყველაზე დიდ სცენაზე ვერ შეძლებს.

მართალია, კვარაცხელიამ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი გოლი გაიტანა, მათ შორის ბულგარეთთან 3-0 მოგებულ მატჩში, მაგრამ საქართველომ ბოლო ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო და E ჯგუფში, ესპანეთისა და თურქეთის უკან, დიდი ჩამორჩენით მესამე ადგილი დაიკავა. თურქეთთან დამამცირებელი მარცხი ანგარიშით 4-1 ყველაზე მძიმე მომენტი აღმოჩნდა. ახლა კი მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს, მოუწევს ყველაფერი ნულიდან დაიწყოს, რათა დაუბრუნოს თავდაჯერებულობა გუნდს, რომელშიც უბრალოდ არ მოიძებნება სხვა ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს გაუთანაბრდება.

ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მამარდაშვილი და ლუკა ლოჩოშვილი

ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, Goal.com-ის სიაში მოხვდნენ - ჯანლუიჯი დონარუმა, რობერტ ლევანდოვსკი, ვიქტორ ოსიმენი, კრისტიან ერიქსენი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, ბრაიან მბეუმო, დუშან ვლაჰოვიჩი, დომინიკ სობოსლაი, ალექსის სანჩესი, ბენიამინ შეშკო, კეილორ ნავასი, სერჰუ გირასი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები