ზედიზედ მესამედ - იტალია მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ გავიდა
დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. ფინალურ ეტაპზე იტალიის ეროვნული ნაკრები ბოსნიას ესტუმრა.
„სკუადრა აძურა“ ზედიზედ მესამედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე. ჯენარო გატუზოს გუნდი პენალტების სერიაში დამარცხდა, 120 წუთი კი ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩი იტალიელთათვის ყველაფერი კარგად დაიწყო. ანგარიში მე-15 წუთზე კინმა გახსნა და პირველი ტაიმი იტალიამ 1:0 მოიგო, თუმცა 41-ე წუთზე გატუზოს გუნდს მოედნიდან ბასტონი გაუძევეს.
მეორე ნახევარში მასპინძლები გააქტიურდნენ. ისინი ბევრს ცდილობდნენ და საწადელს 79-ე წუთზე მიაღწიეს. 79-ე წუთზე წონასწორობა ტაბაკოვიჩმა აღადგინა.
საბოლოოდ, მატჩში 15-წუთიანი დამატებითი ტაიმები დაინიშნა, რომელშიც მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა ყველაფერი პენალტების სერიაში გაირკვა.
იტალიელთა მხრიდან თერთმეტმეტრიანი ესპოსტიომ და კრისტანტემ გააფუჭეს, ხოლო ბოსნიელთა მხრიდან პენალტები ზუსტად ტაჰიროვიჩმა, ტაბაკოვიჩმა, ალაბეგოვიჩმა და ესმირ ბაირაქტარევიჩმა გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ იტალია ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე 2014 წელს იმყოფებოდა, სადაც ჯგუფში ჩარჩა.