24-წლიანი პაუზის შემდეგ - თურქეთი მუნდიალზე ითამაშებს
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა. ფინალურ შეხვედრაში კოსოვომ თურქეთს უმასპინძლა. 24-წლიანი პაუზის შემდეგ, თურქეთი მუნდიალზე ითამაშებს.
ვინჩენცო მონტელას გაწვრთნილმა ნაკრებმა უმძიმეს ბრძოლაში სტუმრად კოსოვო 1:0 დაამარცხა და ნანატრ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.
მატჩი ერთადერთი გოლი 53-ე წუთზე კოკჩუს პასით კერემ აკტურკოღლუმ გაიტანა. ფენერბახჩეს თავდამსხმელი სამუდამოდ ჩაიწერა თურქული ფეხბურთის ისტორიაში.
თურქეთის ეროვნული ნაკრები 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე D ჯგუფში მოხვდა, სადაც ჯგუფიდან გასასვლელად ამერიკის შეერთებული შტატების, პარაგვაის და ავსტრალიის ნაკრებების ბარიერის დაძლევა მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ უკანასკნელად თურქეთი მუნდიალზე 2002 წელს თამაშობდა, სადაც მათ მე-3 ადგილი დაიკავეს.