რამაზ სვანაძე, ლუკა წულუკიძე, გაბრიელ სიგუა, სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

U21 | საქართველომ მალტა გაანადგურა

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ ტურში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მალტას უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა.

მატჩი მოულოდნელად დაიწყო და შორეული დარტყმით მე-3 წუთზე მატიას ელულმა საქართველოს ნაკრების კარი აიღო.

გაშვებული გოლის შემდეგ, სვანაძის შეგირდები გააქტიურდნენ, რაც ანგარიშში აისახა. ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი ნარიმანიძე იყო, რომელმაც სამჯერ დაარტყა შორიდან და სამივეჯერ ხიფათი შეიქმნა. ანგარიში მე-9 წუთზე თავური დარტყმით წულუკიძემ გაათანაბრა.

21-ე წუთზე ნარიმანიძის დარტყმა კარის ძელს მოხვდა და დამატებაზე მცველებს გაბრიელ სიგუამ დაასწრო და თავური დარტყმით საქართველო დააწინაურა.

42-ე წუთზე ნარიმანიძემ მეტოქის კარის მიმართულებით კიდევ ერთხელ გაისროლა, რასაც ულამაზესი გოლი მოყვა. პირველი ნახევარი მასპინძლებმა 3:1 მოიგეს.

მეორე ტაიმის საწყის წუთებზე სტუმრები გააქტიურდნენ და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდათ, თუმცა ნარიმანიძემ ბურთი ცარიელი კარიდან გამოიტანა. გათამაშებული კუთხურის შემდეგ კი ბურთი საქართველოს ნაკრების კარის ძელს მოხვდა.

მატჩში საბოლოო წერტილი გუნდის კაპიტანმა გაბრიელ სიგუამ დასვა, რომელმაც დასწრებაზე შესანიშნავად ითამაშა და დუბლი შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ, რამაზ სვანაძის გაწვრთნილ ნაკრებს სატურნირო ცხრილში 9 ქულა დაუგროვდა და მე-4 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საბერძნეთს უმასპინძლებს. მატჩი 26 სექტემბრით თარიღდება და 19:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები