თავი დაარტყა და გაითიშა - თურქეთის U21 ნაკრების მწვრთნელი სიკვდილს გადაურჩა
ხორვატიისა და თურქეთის 21-წლამდელთა ნაკრებების შეხვედრა სერიოზული ინციდენტის გამო დროებით შეწყდა — მატჩის მიმდინარეობისას თურქეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეგემენ კორკმაზიმ მოედნის კიდესთან მძიმე დარტყმა მიიღო.
ინციდენტი თამაშის 34-ე წუთზე მოხდა, მას შემდეგ რაც კორკმაზმა თავისი გუნდის ფეხბურთელის, დემირ ტიკნაზის გაძევება ემოციურად გააპროტესტა. მწვრთნელმა ჯერ ქურთუკი გაიხადა, რის შემდეგაც მოედნის ხაზთან ფეხი დაუცდა, დაეცა და თავი დაარტყა. დარტყმის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა გონება დაკარგა და კინაღამ გარდაიცვალა.
სამედიცინო პერსონალმა მას მყისიერი დახმარება აღმოუჩინა და გონზე მოიყვანა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანისას მდგომარეობა კვლავ გართულდა — კორკმაზმა გზაში კიდევ ერთხელ დაკარგა გონება. ექიმებმა იგი კლინიკაში კრიტიკულ მდგომარეობაში მოათავსეს.
SON DAKİKA | Ümit Milli Takımımızın Teknik Direktörü Egemen Korkmaz, Demir Ege Tıknaz'ın kırmızı kart gördüğü pozisyon sonrasında yere yığıldı.
— Tivibu Spor (@tivibuspor) March 31, 2026
Teknik direktörümüzün ilk tedavisi saha kenarında yapılıyor. pic.twitter.com/rF5fqecv3M
ინციდენტის გამო შეხვედრა დროებით შეწყდა, თუმცა მოგვიანებით მატჩი განახლდა. ბოლო ინფორმაციით, თურქი სპეციალისტი უკვე გონზე მოვიდა და ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
ცნობისთვის, აღნიშნულ მატჩს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ორივე გუნდი ჯგუფში ლიდერობისთვის იბრძვის. შეხვედრამდე თურქეთის ახალგაზრდული ნაკრები 11 ქულით პირველ ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ხორვატია მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებოდა და უშუალო კონკურენტად ითვლებოდა ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში.