ჯანი ინფანტინო
Aa
Aa

ინფანტინო: “ირანი მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს“

ჯანი ინფანტინო ირანის ეროვნულ ნაკრებს თურქეთში ესტუმრა, სადაც გუნდი ამხანაგურ მატჩში კოსტა რიკას დაუპირისპირდა. ვიზიტის მთავარი მიზანი არსებული გაურკვევლობის ფონზე ირანული გუნდის მხარდაჭერა და სიტუაციის შეფასება იყო.

ბოლო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის ნაკრები ამერიკაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატს ბოიკოტს უცხადებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს სცენარი არ განხორციელდება. ფიფა-ს პრეზიდენტის განცხადებით, ირანი ტურნირში მონაწილეობას მიიღებს და დაგეგმილი მატჩებიც უცვლელად ჩატარდება.

„ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, რადგან პოლიტიკოსები არ ვართ. ჩვენი მთავარი მისია ფეხბურთია და სწორედ ფეხბურთის საშუალებით უნდა გავაერთიანოთ ადამიანები. მოხარული ვარ, რომ ირანის ნაკრები მზადებას აგრძელებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ — ჩვენი მიზანია, ირანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშოს,“ — აღნიშნა ინფანტინომ.

მისივე თქმით, ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ტურნირი მშვიდ და შეუფერხებელ გარემოში ჩატარდეს. ინფანტინომ ასევე პირადად ისაუბრა ფეხბურთელებთან და სამწვრთნელო შტაბთან, რაც, მისი შეფასებით, დადებით სიგნალებს იძლევა.

ირანის ნაკრები მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 15 ივნისს ახალ ზელანდიას ლოს ანჯელესში დაუპირისპირდება, 21 ივნისს ბელგიას შეხვდება, ხოლო 26 ივნისს სიეტლში ეგვიპტესთან ითამაშებს.

ცნობისთვის, ტურნირის ჩატარება აშშ-ში დამატებით ინტერესს იწვევს, რადგან ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობები ხშირად სპორტულ სივრცეშიც აისახება. მიუხედავად ამისა, ფიფა ცდილობს, ფეხბურთი პოლიტიკისგან დამოუკიდებელ პლატფორმად შეინარჩუნოს.

ირანის ნაკრები აზიის ერთ-ერთი ძლიერი წარმომადგენელია და მსოფლიო ჩემპიონატებზე რეგულარულად მონაწილეობს, თუმცა ჯგუფური ეტაპის გადალახვა მათთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბატისტუტა: “მარადონა ვერ დავიცავით, ის სიმარტოვეში გარდაიცვალა“
ბატისტუტა: “მარადონა ვერ დავიცავით, ის სიმარტოვეში გარდაიცვალა“