რამაზ სვანაძე, სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

ასეთი ფეხბურთელი შემადგენლობაში ცოტა გვყავს | სვანაძე სანდრო ნარიმანიძეზე

 ევროშესარჩევის მორიგ ტურში საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა მალტას 4:1 მოუგო. მეორე წუთზე მატიას ელულმა სტუმრები დააწინაურა, მიმდინარე შესარჩევში მალტის ნაკრებისთვის პირველი გატანილი გოლი იყო. მე-9 წუთზე ლუკა პარკაძის პასით ლუკა წულუკიძემ ანგარიში გაათანაბრა, 21-წუთზე სანდრო ნარიმანიძის ბრწყინვალე დარტყმის შემდეგ სიგუამ ახლო მანძილიდან გაიტანა. 42-ე წუთზე ნარიმანიძემ საოცარი გოლით ანგარიში გაზარდა. 78-ე წუთზე სიგუამ დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ სლოვაკური ჟილინას 20 წლის ცენტრალურ მცველზე, სანდრო ნარიმანიძეზე ისაუბრა:

„მალტასთან მატჩის წინ აღვნიშნე, რომ რაც ლატვიასთან გვაკლდა, ეს იყო აგრესია და შორეული დარტყმები. საჭირო იყო კარის მიმართულებით მეტი დარტყმის განხორციელება. ამ კომპონენტზე მეტი ვიმუშავეთ და კარგია, რომ დღეს ეს ყველაფერი მოედანზე გადავიტანეთ.

ნარიმანიძეს ძალიან კარგი  დარტყმა აქვს და, ამასთანავე, ბურთის წამოღებაც კარგად შეუძლია. ასევე, თავით ძალიან კარგად თამაშობს, ბევრი პლუსი აქვს, თუმცა მოგვიანებით ტრავმა მიიღო და იძულებითი ცვლილება განვახორციელეთ.

ნარიმანიძე ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს, რაც, რა თქმა უნდა, მის თამაშს ეტყობა, მის თამაშზე აისახება. სამწუხაროა, რომ შემადგენლობაში ასეთი, მუდმივი სათამაშო პრაქტიკის მქონე ფეხბურთელი, ცოტა გვყავს“.

21-წლამდე ევროშესარჩევის F ჯგუფში გერმანია და საბერძნეთი 18-18 ქულით პირველზე არიან, ჩრდილოეთ ირლანდია 10 ქულით მეორე პოზიციაზეა, საქართველოს აქტივში 9 ქულაა, ლატვიამ 5 ქულა დააგროვა, მალტა 0 ქულით გამოკვეთილი აუტსაიდერია. რამაზ სვანაძის გუნდს 3 მატჩი დარჩა, შინ საბერძნეთთან (26 სექტემბერი), სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიასთან (პირველი ოქტომბერი) დ ასევე სტუმრად გერმანიასთან (6 ოქტომბერი).

მასალაში გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურის ფოტო (სანდრო ნარიმანიძის).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა
„დაუფასებელია, ხანდახან ხალხს ავიწყდება, რამდენად სტაბილურია“ | ფაბრიციომ ხვიჩაზე ისაუბრა