გიორგი ქოჩორაშვილი ლევანტესთან ერთად ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა
გიორგი ქოჩორაშვილი „ლევანტესთან“ ერთად ლა ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. ვალენსიური გუნდი გათამაშების დასკვნით ტურში საკუთარ მოედანზე „ეიბარს“ დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი 83-ე წუთზე დელამ პენალტით გაიტანა.
გიორგი ქოჩორაშვილისთვის „ეიბართან“ მატჩი „ლევანტეს“ შემადგენლობაში ბოლო იყო. ქართველი შემტევი სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 85-ე წუთიდან გამოჩნდა და გულშემატკივრებთან გამომშვიდობების შესაძლებლობაც მიეცა.
ქართველი ნახევარმცველი ვალენსიელმა ქომაგებმა აპლოდისმენტებით გააცილეს და კარიერის ახალ ეტაპზე წარმატება უსურვეს.
გიორგი ქოჩორაშვილი მომავალი სეზონიდან ერთ-ერთ გამორჩეულ პორტუგალიურ გუნდში, ლისაბონის „სპორტინგში“ ითამაშებს და ჩემპიონთა ლიგაზეც იქნება წარმოდგენილი.
ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ 2019 წლიდან ირიცხებოდა და მთავარ გუნდში ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა, 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
როგორც უკვე გითხარით, 2024/25 წლების სეზონში „ლევანტე“ ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და მომდევნო სეზონიდან ესპანეთის მთავარ ჩემპიონატში ითამაშებს.