ილია თოფურია, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

„ქამრის მოგება რთულია, მაგრამ ეს უფრო რთულია“ | რა თქვა ჯონსმა თოფურიაზე

UFC-ის ლეგენდარულმა მებრძოლმა, ჯონ ჯონსმა ილია თოფურიას აღმასვლაზე ისაუბრა. „ბოუნსის“ მიხედვით, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საბრძოლო ორგანიზაციის საჩემპიონო ქამრის მოგება რთულია, მაგრამ უფრო რთული მისი შენარჩუნებაა, რადგან წარმატების მიღწევის შემდეგ, მებრძოლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება.

„დაამარცხებს თუ არა ვინმე თოფურიას? ამას დრო გვიჩვენებს. შემიძლია, ჩემი პირადი გამოცდილებიდან ერთი რაღაც ვთქვა. საჩემპიონო ქამრის დასაკუთრება რთულია, მაგრამ უფრო რთულია, UFC-ის ჩემპიონის ცხოვრებით იცხოვრო და ტიტული არ დაკარგო. დიდება, პრესა, ფული, გოგონები, ალკოჰოლი - ეს ყველაფერი შენზე ორმაგად მოქმედებს და მათთან გამკლავება ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია.

ილიას მთელი სულითა და გულით წარმატებას ვუსურვებ. ვიცი, რომ შესანიშნავი ოჯახი და მენეჯერები ჰყავს. ვფიქრობ, სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ვნახოთ, რა მოხდება. ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ტიტულის შენარჩუნება ძალიან ძნელია“.

როგორც მოგეხსენებათ, ჯონსმა კარგად იცის, რას ნიშნავს, როდესაც ჩემპიონის ცხოვრებას ვერ უმკლავდები. „ბოუნსი“ კოკაინს მოიხმარდა, რამდენჯერმე დაპატიმრებული იყო და დისკვალიფიკაციის მოხდაც მოუწია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარა Goal.com-ის რეიტინგში
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარა Goal.com-ის რეიტინგში