ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები | რომელ ადგილზეა კვარა Goal.com-ის რეიტინგში

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, Goal.com-მა 2004/25 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგი შეადგინა. 

Top 20-ში 20-ში შევიდა „პარი სენ-ჟერმენისა“ და ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია. 24 წლის გარემარბი რეიტინგში მე-15 ადგილს იკავებს.

„ხვიჩა კვარაცხელიამ საკვანძო როლი შეასრულა „ნაპოლის“ აღზევებაში სეზონის პირველ ნახევარში, თუმცა საერთოდ სხვა დონეზე ავიდა იანვარში, პსჟ-ში გადასვლის შემდეგ. ლუის ენრიკეს გუნდი უკვე სავსე იყო ვარსკვლავებით, თუმცა ქართველმა ვინგერმა შეტევას ახალი განზომილება შესძინა. დრიბლინგით, შორეულ კუთხეში მოუგერიებელი დარტყმით თუ იდეალური პასებით, კვარაცხელიას ხშირად აქვს გადამწყვეტი გავლენა პსჟ-ზე. 24 წლის ფეხბურთელმა უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოს, თუმცა მისი გავლენა საერთო თამაშზე არ შეიძლება გაზვიადებულად შეფასდეს და სიურპრიზი არ იქნება, თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ის პსჟ-ს კვლავ მისცემს უპირატესობას“, - წერს გამოცემა.

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების რეიტინგის ლიდერი „ბარსელონას“ 17 წლის ვინგერი, ლამინ იამალია, მეორე ადგილს მისი თანაგუნდელი რაფინია იკავებს, მესამეზე კი „ლივერპულის“ ფეხბურთელი, მოჰამედ სალაჰია. 

ათეულში ასევე მოხვდნენ: უსმან დემბელე, პედრი, ჰარი კეინი, რობერტ ლევანდოვსკი, კილიან მბაპე, ვირჯილ ვან დეიკი და ვიქტორ გიოკერეში.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე
ასფალტის მოედნებიდან, ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე - ხვიჩას მშობლები ბავშვობასა და რთულ პერიოდებზე