ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ოქროს ბურთის ჯილდო | რომელ ადგილზეა კვარა Goal-ის რეიტინგში

ცნობილმა სპორტულმა გამოცემამ, GOAL-მა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩების შემდეგ, ოქროს ბურთის რეიტინგი განაახლა. ტოპ 20-ში შევიდა „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია და 24 წლის გარემარბი მე-15 ადგილს იკავებს.

„კვარაცხელიას გოლებისა და საგოლე გადაცემების სტატისტიკა მთლად კარგად არ აღწერს დონეს, რომელიც მიმდინარე გათამაშებაში აჩვენა. თუმცა, სეზონის დასკვნით ეტაპზე გადავდივართ და ქართველი გარემარბი პსჟ-სა და ნაპოლის ჩემპიონობაში დიდი წვლილის შეტანასთან ძალიან ახლოსაა. ამავდროულად, მას მნიშვნელოვანი როლი აქვს გუნდში, რომელიც ფინალში გასვლისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია.

ევროტურნირზე, კვარაცხელიამ რამდენიმე ეფექტური და ამაღელვებელი მომენტი შემოგვთავაზა. ყველაზე გამოსარჩევი მეოთხედფინალში, ასტონ ვილასთან გატანილი საოცარი გოლია, რომელმაც ოქროს ბურთის ხმის მიმცემთა ყურადღება მიიქცია“, - წერს Goal-ი.

აღსანიშნავია, რომ Goal-ის რეიტინგში პირველ ადგილზე უსმან დემბელე იმყოფება. მეორე პოზიცია ლამინ იამალს უკავია, მესამეზე კი რაფინიაა. ბრაზილიელს პედრი და მოჰამედ სალაჰი მოჰყვებიან, რობერტ ლევანდოვსკი - მეექვსეა, ჯანლუიჯი დონარუმა - მეშვიდე, ჰარი კეინი - მერვე, კილიან მბაპე - მეცხრე, ნუნუ მენდეში - მეათე, დეკლან რაისი - მეთერთმეტე, ჯუდ ბელინგემი - მეთორმეტე, ვინისიუს ჟუნიორი - მეცამეტე, ვიტინია - მეთოთხმეტე.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია კარიერის დასრულებისთვის ემზადება“ - რას ამბობს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი
„თოფურია კარიერის დასრულებისთვის ემზადება“ - რას ამბობს UFC-ის ყოფილი ჩემპიონი