კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ბენზემას ოქროს დუბლი საუდის არაბეთში - ალ-იტიჰადმა ქვეყნის თასიც  მოიგო

კარიმ ბენზემასთვის წლევანდელი საფეხბურთო სეზონი ტრიუმფალური გამოდგა და ისედაც მდიდარი ჯილდოების კოლექცია, კიდევ ორი ტიტულით შეავსო. 37 წლის ფრანგმა ფორვარდმა „ალ-იტიჰადის“ შემადგენლობაში წელი ოქროს დუბლით დაასრულა და რამდენიმე კვირის წინ მოგებულ საუდის არაბეთის ჩემპიონატს, გუშინ ამ ქვეყნის სამეფო თასის გათამაშების მოგებაც თან დაერთო. „იტიჰადმა“ ფინალში „ალ-ქადისიას“ 3:1 აჯობა, ბენზემა კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სრულიად დამსახურებულად დასახელდა.

43-ე წუთისთვის  ლორან ბლანის მომზადებული გუნდი ორბურთიანი სხვაობით იგებდა, რაშიც ვეტერან ფრანგ ფორვარდს ლომის წილი მიუძღვოდა. მან ჯერ თავად გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ მისი სწორედ მისი თავური დარტყმა მოიგერია მეკარემ ცუდად და დამატებაზე ალჟირელმა ჰუსენ აუარმა სხვაობა გაზარდა. მართალია მიჩელის მომზადებულმა „ალ-ქადისიამ“ მალევე ერთი ბურთი გაქვითა და ამის გაკეთება პიერ-ემერიკ ობამეიანგმა პენალტის ნიშნულიდან შეძლო, თუმცა მატჩის ბოლოს ბენზემამ დუბლი შეასრულა და გამარჯვებულის შესახებ ყოველგვარი კითხვის ნიშნები მოხსნა.

„ალ-იტიჰადმა“ საუდის არაბეთის სამეფო თასი ისტორიაში მეათედ მოიგო და ამ მხრივ მხოლოდ ორ კლუბს „ალ-აჰლისა“ (13) და „ალ-ჰილალს“ (11) ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მასთან სათამაშოდ განსაკუთრებული მომზადება აღარ არის საჭირო“ - კავასაკის მეკარე კრიშტიანუზე
„მასთან სათამაშოდ განსაკუთრებული მომზადება აღარ არის საჭირო“ - კავასაკის მეკარე კრიშტიანუზე