კრიშტიანუ რონალდუ, იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

„ჩემს სამშობლოში სიამოვნებით მიგიღებენ“ - იანისი კრიშტიანუს ეპატიჟება

რამდენიმე დღის წინ დასრულებული საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ სოციალურ ქსელში განათავსა პოსტი, სადაც ყველას ირიბად მიანიშნა, რომ „ალ-ნასრიში“ მისი ასპარეზობა დასრულებულია და სულ მალე 40 წლის პორტუგალიელ ვარსკვლავს სხვა კლუბის მაისურით ვიხილავთ. სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეს, რონალდუს რჩევებს უამრავი ადამიანი აძლევს და მისი სამომავლო გუნდის შესახებ სპორტულ მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება.

კრიშტიანუს ტრანსფერთან დაკავშირებულ ამბებს, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, იანის ანტენტოკუმპოც გამოეხმაურა. „მილუოკის“ ბერძენმა კალათბურთელმა რონალდუს მის სამშობლოში გადაბარგება ურჩია და აღნიშნა, რომ პორტუგალიელს როგორც „ოლიმპიაკოსი“ და „პანათინაიკოსი“, ასევე „აეკი“ და „პაოკი“ სიამოვნებით მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ „პაოკში“ გადაბარგების შემთხვევაში კრიშტიანუ რონალდუ ლუკა გუგეშაშვილის თანაგუნდელი გახდება, რადგან უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოს ნაკრების მეკარე მომდევნო სეზონიდან კარიერას სალონიკის კლუბში განაგრძობს. თუმცა, შესაძლოა რონალდუ მეორე ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის თანაკლუბელიც იყოს და ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მშობლიურ ლისაბონის „სპორტინგში“ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდუ რეალის წინააღმდეგ? - ყველაფერი ტრანსფერზეა დამოკიდებული
რონალდუ რეალის წინააღმდეგ? - ყველაფერი ტრანსფერზეა დამოკიდებული