იანის ანტეტოკოუნმპო
Aa
Aa

წასვლა გადაწყვიტა - იანისს მილუოკიში წარმატების იმედი აღარ აქვს

ავტორიტეტული გამოცემა Bleacher Report-ის ინფორმაციით, იანის ანტენტოკუმპოს „მილუოკიდან“ წასვლა გადაწყვეტილი ამბავია. ჩიკაგოში გამართული საკალათბურთო აგენტების შეხვედრის დროს, გაჟონა ცნობამ იმის თაობაზე, რომ „ბაქსის“ ბერძენმა მძიმე ფორვარდმა თავის წარმომადგენლებს ახალი გუნდის მოძებნა დაავალა და წასვლაზე საბოლოოდ ჩამოყალიბდა. აქამდე იწერებოდა იმის თაობაზე, რომ ანტენტოკუმპოს მომავალი „მილუოკის“ პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ გადაწყდებოდა, თუმცა როგორც ჩანს მხარეებმა თანამშრომლობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება დისტანციურად მიიღეს.

იანისის განწყობაზე უარყოფითად იმოქმედა წლევანდელი სეზონის პლეი ოფის საწყის ეტაპზე „მილუოკის“ მარცხმა „ინდიანასთან“ (1:4). მას შემდეგ კი, როდესაც გაირკვა, რომ დემიენ ლილარდმა მძიმე ტრავმის გამო შესაძლოა მთელი მომავალი სეზონი გამოტოვოს, ბერძენი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „ბაქსს“ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა გაისადაც გაუჭირდება და უმჯობესი იქნება თუ გაცილებით უფრო ამბიციურ კლუბში განაგრძობს კარიერას. რომელია ეს ამბიციური კლუბი, ამის დადგენა ჟურნალისტებმა უდიდესი მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერ შეძლეს.

ცნობისათვის, იანის ანტენტოკუმპომ 2023 წლის ოქტომბერში „მილუოკისთან“ ახალი სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც ამ პერიოდში 175 მილიონი დოლარი უნდა გამოემუშავებინა და არსებული მონაცემებით ხელფასის სახით სეზონში 54,1 მილიონს იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
NBA-ის სეზონის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა
NBA-ის სეზონის MVP შეი გილჯეს-ალექსანდერი გახდა