„გული მეუბნება, რომ ჩარლზი მოიგებს, ტვინი თოფურიას ამბობს“ | შონ ომალი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, შონ ომალიმ ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას დაპირისპირებაზე ისაუბრა. „შუგამ“ განაცხადა, რომ „დუ ბრონქსის“ გამარჯვება უნდა, მაგრამ იცის, რომ „ელ მატადორი“ მოიგებს.
„თოფურიასა და ისლამ მახაჩევის ჩხუბის ნახვა ძალიან მინდოდა. ჩემი აზრით, ისინი Pound for pound რეიტინგის პირველი ნომრები არიან. თოფურია და მახაჩევი პირველ ადგილს იყოფენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯონ ჯონსიც მათ გვერდითაა.
თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი იყო ორთაბრძოლა, რომელიც უნდა ჩანიშნულიყო, მაგრამ ისლამმა მაღალ წონაში ასვლა გადაწყვიტა. ილიასა და ჩარლზის ჩხუბს რაც შეეხება, გული ამბობს, რომ ოლივეირა მოიგებს, თუმცა, ტვინი მეუბნება, რომ თოფურია გაიმარჯვებს. არც ერთი მათგანის ჩამოწერა არ შეიძლება. განსაკუთრებით, ილიასი, რომელმაც ვოლკანოვსკისა და ჰოლოუეის წინააღმდეგ ორი გიჟური ნოკაუტი გაიფორმა“.
ცნობისთვის, როდესაც თოფურია ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ასპარეზობდა, ომალის მასთან ჩხუბის სურვილი და მეორე საჩემპიონო ქამრის დასაკუთრების სურვილი ჰქონდა. საინტერესოა, რომ „ელ მატადორისა“ და მაქს ჰოლოუეის ორთაბრძოლას ომალი ტელევიზორით უყურებდა და როდესაც თოფურიას ნოკაუტი იხილა, იხუმრა, უმსუბუქეს წონაში ვჩხუბობო.