კიტეიშვილი ბელინგემის ნაცვლად? | რას წერს ბრიტანული გამოცემა
გრაცის „შტურმისა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ოთარ კიტეიშვილმა კარიერა შესაძლოა პრემიერლიგაში დაბრუნებულ „სანდერლენდში“ გააგრძელოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა EFL Analysis-ი წერს.
გამოცემის ცნობით, კიტეიშვილი შესაძლოა არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს - ჩემპიონთა ლიგაზე თამაში „შტურმთან“ ერთად თუ პრემიერლიგაში თამაში „სანდერლენდის“ მაისურით.
„თუ კიტეიშვილი ნამდვილად იქნება „შავი კატების“ სატრანსფერო სამიზნე, შესაძლოა მას მოიაზრებდნენ ჯობ ბელინგემის შემცვლელად, რომლის გადაბირებითაც „დორტმუნდია“ დაინტერესებული“, - წერს გამოცემა.
მანამდე კიტეიშვილისადმი ბრიტანული კლუბების (ბარნლი, სანდერლენდი, ლიდსი) ინტერესი „შტურმის“ დირექტორმა, მიხაელ პარენსენმა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ ავსტრიული კლუბი ქართველი ფეხბურთელის გაშვებაზე არ ფიქრობს.
„კიტეიშვილი ზედიზედ ორჯერ გახდა ავსტრიული ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ამიტომ არაა გასაკვირი, რომ მის მიმართ სხვა კლუბების ინტერესი არსებობს. თუმცა ამ დროისთვის მომდევნო სეზონს კიტეიშვილთან ერთად ვგეგმავთ“, - განაცხადა პარენსენმა.
ცნობისთვის, იანვარში კიტეიშვილმა „შტურმთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა.